1. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის გადახდილი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, ამ სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისფულების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, გადასახადით იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) მაგრამ ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და პირი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც:
i) არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე; ან
ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი, მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.
2. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ- ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ შექმნილი ფონდებიდან ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსია ამ სახელმწიფოსათვის, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფისათვის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) მაგრამ ამგვარი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და მოქალაქეს.
3. ამ შეთანხმების მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასის, გასამრჯელოს, სხვა მსგავსი ანაზღაურებისა და პენსიების მიმართ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირები