1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირი პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით. თუ მას ამგვარი ფიქსირებული ბაზა გააჩნია, შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი მიეკუთვნება ასეთ ფიქსირებულ ბაზას. ამ მიზნით, ფიზიკური პირი, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს, ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, ჩაითვლება, რომ მას აქვს რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა ამ მეორე სახელმწიფოში და შემოსავალი, რომელსაც ის მიიღებს ზემოთ აღნიშნული საქმიანობიდან, რომელსაც იგი ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში მიეწერება ამ ფიქსირებულ ბაზას.

2. ტერმინი პროფესიული მომსახურება მოიცავს, კერძოდ:

დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო და პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობა