1. იმ შემთხვევაში, როდესაც:

a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირი ან არაპირდაპირ

მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში , ან

b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, და ორივე შემთხვევაში ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთდამოკიდებულებაში იქმნება ან მყარდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე მათგანს დარიცხოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ დაერიცხა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და, შესაბამისად, დაბეგრილ იქნეს გადასახადით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში შეყავს და, შესაბამისად, გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუკი ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით გათვალისწინებული იქნება ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს