წინამდებარე შეთანხმება ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:
a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული იქნა შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
b) შემოსავლებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს თავიანთი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2016 წლის 31 მარტს, ქ. სეულში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, კორეულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
კორეის რესპუბლიკის მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
ოქმი
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:
1. ამ შეთანხმებასთან მიმართებაში საქართველოს შემთხვევაში ტერმინი „პოლიტიკური ქვედანაყოფები“ ან ,,ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები“ ნიშნავს ,,ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს“ ან „ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს“.
2. ამ შეთანხმების მე-18 მუხლთან მიმართებაში, კორეის შემთხვევაში, მე-18 მუხლის დებულებები ასევე ვრცელდება ხელფასებზე, გასამრჯელოზე და სხვა მსგავს ანაზღაურებაზე, რომელთა გადახდა ხდება:
კორეის ბანკის, კორეის ექსპორტ-იმპორტის ბანკის, კორეის სავაჭრო ინვესტიციების წახალისების სააგენტოს, კორეის სავაჭრო დაზღვევის კორპორაციის, კორეის საინვესტიციო კორპორაციის, კორეის განვითარების ბანკის და სხვა მსგავსი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანოს მიერ, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო ხასიათის მქონე საქმიანობას, რაც დაზუსტებული და შეთანხმებული იქნება ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ უწყებებს შორის წერილების გაცვლის გზით.
რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს თავიანთი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2016 წლის 31 მარტს, ქ. სეულში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, კორეულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ ამ ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
კორეის რესპუბლიკის მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილი