1. წინამდებარე შეთანხმებმა არ უნდა უშლიდეს ხელს გადასახადების დამალვისა ან გადასახადებისგან თავის არიდების მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი ნორმების დებულებების მოქმედებას.
2. ამ შეთანხმებით წარმოშობილი სარგებლის გამოყენების უფლება არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ხელშემკვრელი სახელმწიფოს იმ რეზიდენტებისათვის ან არ უნდა ვრცელდებოდეს ნებისმიერ გარიგებებზე, რომლის მონაწილეა ეს პირი, თუ ამგვარი რეზიდენტობის ან გარიგების მთავარი ან ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობა, რომელთა მიღება სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა.
3. ამ მუხლის დებულებები უნდა ვრცელდებოდეს იურიდიული პირების არაკეთილსინდისიერ კომერციულ საქმიანობაზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს უარს ეუბნებიან ამ შეთანხმებით განსაზღვრული შეღავათის მიღებაზე მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა აცნობონ პირველად ხსენებულ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ უწყება
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 24.08.2011
მუხლი 30. შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვა
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 30, №0, 24.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016074 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1555371/muxli-30/