ეს შეთანხმება ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:
a) საქართველოს შემთხვევაში:
i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებული იქნა მოსული შეტყობინებიდან წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
ii) შემოსავალზე და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება წერილობითი შეტყობინების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ; და
b) ინდოეთის შემთხვევაში:
i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე ან კრედიტზე, რომელიც მიღებული იქნა წერილობითი შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ აპრილს ან მის შემდეგ;
ii) შემოსავალზე და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ ფისკალურ წელს, რომელიც იწყება წერილობითი შეტყობინების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ აპრილს ან მის შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შედგენილია 2011 წლის 24 აგვისტოს, ქ. ნიუ-დელიში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ჰინდი და ინგლისურ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის
სახელით
ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობის
სახელით
ზ. კაჭკაჭიშვილი                                                                          მ. ჩ ჯოში
საქართველოს საგანგებო და                                     ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს
სრულუფლებიანი ელჩი                                          პირდაპირი გადასახადების ცენტრალური
ინდოეთის რესპუბლიკაში                                                 საბჭოს თავმჯდომა