1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდების წესის მიუხედავად.

2. შემოსავლებზე და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის მთლიანი თანხა, მთლიანი კაპიტალი ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, საწარმოს მიერ გადახდილი ხელფასის ან გასამრჯელოს მთლიან თანხებზე გადასახადების, აგრეთვე კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების ჩათვლით.

3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება:

a) საქართველოში:

(i) მოგების გადასახადი;

(ii) საშემოსავლო გადასახადი; და

(iii) ქონების გადასახადი;

(შემდგომში „საქართველოს გადასახადი“);

b) ლუქსემბურგში:

(i) საშემოსავლო გადასახადი (I‘impot sur le revenu des personnes physiques);

(ii) კორპორაციული გადასახადი; (I‘impot sur le revenu des collectivites)

(iii) კაპიტალის გადასახადი (I‘impot sur la fortunt); და

(iv) ვაჭრობის კომუნალური გადასახადი (I‘impot commercial communal).

(შემდგომში „ლუქსემბურგის გადასახადი“)

4. შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობებში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახე