1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი როიალტი აგრეთვე შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ როიალტის ბენეფიციალური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ამგვარად გადახდილი გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს როიალტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს.
3. ტერმინი „როიალტი“ ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ლიტერატურის, ხელოვნების, ან მეცნიერების ნებისმიერი ნაწარმოების, მათ შორის, კინოფილმების ან სატელევიზიო და რადიო- მაუწყებლობისათვის განკუთვნილი ჩანაწერების, ნებისმიერი პატენტის, სასაქონლო ნიშნის, დიზაინის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის ჩათვლით, სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო აღჭურვილობის ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის, ან სარგებლობის უფლების მიღებისათვის.
4. პირველი და მე–2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ბენეფიციალური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან აწარმოებს ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ განლაგებული ფიქსირებული ბაზის საშუალებით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე–7 ან მე–14 მუხლების დებულებები.
5. როიალტი წარმოქმნილად ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როცა გადამხდელად გამოდის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება და ასეთი როიალტი წარმოიშვა ამ მუდმივი დაწესებულების ან ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, მაშინ როიალტი ჩაითვლება წარმოქმნილად იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.
6. თუ როიალტის გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინები