1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლის ან სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ტერმინს „უძრავი ქონება“ აქვს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში მოიცავს იმ ქონებასაც, რომელსაც უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათი აქვს, პირუტყვს, სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ მოწყობილობას, უფლებებს, რომლებსაც ეხება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, ნებისმიერ ოფციონს ან უძრავი ქონებით სარგებლობის მსგავს უფლებას, უძრავი ქონების უზუფრუქტს, უფლებებს ცვლად ან ფიქსირებულ ანაზღაურებებზე, რომლებიც წარმოადგენენ კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისათვის, ან დამუშავების უფლებისათვის. საზღვაო გემები და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.

3. პირველი პუნქტის დებულებები ეხება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების, ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებს, ისევე როგორც უძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავალს.

4. თუ აქციების ან სხვა კორპორაციული უფლებების ფლობა კომპანიაში უფლებას აძლევს ასეთი აქციების ან კორპორაციული უფლებების მფლობელს განკარგოს კომპანიის უძრავი ქონება, მაშინ შემოსავალი პირდაპირი გამოყენებიდან, გაქირავებიდან ან ამგვარი უფლებების ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენებიდან, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს უძრავი ქონება.

5. პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები აგრეთვე ეხება საწარმოს უძრავი ქონებიდან და დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებ