1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლის ან სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ტერმინს ,,უძრავი ქონება” აქვს ის მნიშვნელობა, რომელიც მას აქვს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს იმ ქონებასაც, რომელსაც უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათი აქვს; პირუტყვს, სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ მოწყობილობას; უფლებებს, რომლებსაც ეხება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, ნებისმიერ ოფციონს ან უძრავი ქონებით სარგებლობის მსგავს უფლებას, უძრავი ქონების უზუფრუქტს, უფლებებს ცვლად ან ფიქსირებულ ანაზღაურებებზე, რომლებიც წარმოადგენენ კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისათვის, ან დამუშავების უფლებისათვის; საზღვაო გემები და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.
3. პირველი პუნქტის დებულებები ეხება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებს, ისევე როგორც უძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავალს.
4. როდესაც კომპანიის აქციების ფლობა ან სხვა კორპორაციული უფლებები ასეთი აქციების ან კორპორაციული უფლებების მფლობელს უფლებას აძლევს განკარგოს კომპანიის უძრავი ქონება, მაშინ ამგვარი უფლებების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს უძრავი ქონება.
5. პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები აგრეთვე ეხება საწარმოს უძრავი ქონებიდან და დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებ