1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი „ესტონეთი” ნიშნავს ესტონეთის რესპუბლიკას და როდესაც იხმარება გეოგრაფიული მნიშვნელობით, ნიშნავს ესტონეთის ტერიტორიას და ესტონეთის ტერიტორიული წყლების მოსაზღვრე ნებისმიერ სხვა არეალს, რომელზეც ესტონეთის კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად შესაძლოა გავრცელდეს ესტონეთის უფლებები ზღვის ფსკერზე, მის წიაღსა და ბუნებრივ რესურსებზე;
b) ტერმინი „,საქართველო” ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ზემოთ საჰაერო სივრცეს, რომლებზეც საქართველო ახორციელებს თავის სუვერენიტეტს, ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
c)ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო” და ,,მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს ესტონეთს ან საქართველოს, კონტექსტის შესაბამისად;
d) ტერმინი ,,პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
e) ტერმინი ,,კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ ერთეულს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც დაბეგვრის სუბიექტი;
f) ტერმინი ,,ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და ,,მეორე ხელშემკრველი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
g) ტერმინი ,,საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას გემებითა და საჰაერო ხომალდებით, რომელთა ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
h) ტერმინი ,, კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:
(i) ესტონეთის შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
(ii) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
i) ტერმინი ,,ნაციონალური პირი” ნიშნავს:
(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა;
(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფო მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების დროს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ აქვსთ ამ სახელმწიფოს სხვა კანონები