1. ამ შეთანხმების მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ ვრცელდება ხელოვნების მუშაკების ან სპორტსმენების მიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე, თუ ამ სახელმწიფოში ვიზიტი მთლიანად ან ძირითადად დაფინანსებულია ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მათი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების სახელმწიფო სახსრებიდან, ან ისეთი ინსტიტუტის მიერ, რომლებიც რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ აღიარებულია როგორც არაკომერციული ინსტიტუტი. ასეთ შემთხვევაში შემოსავალი დაიბეგრება, შესაბამისად, ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლების მიხედვით