1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით.
2. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში კუთვნილი მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებდეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტების რომელიმე გადასახადისგან გათავისუფლებას, მათთვის რაიმე საგადასახადო შეღავათის მინიჭებას ან გადასახადის შემცირებას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.
3. იმ შემთხვევების გარდა, რომლებზეც ამ შეთანხმების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის, ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები ვრცელდება, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის ან პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.
5. ამ შეთანხმების მე-2 მუხლის დებულებების მიუხედავად ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი სახის და ფორმის გადასახადზე
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 12.05.2010
მუხლი 23. დისკრიმინაციის თავიდან აცილება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. პენსიები
- მუხლი 18. საჯარო სამსახური
- მუხლი 19. პროფესორები, მასწავლებლები და მეცნიერი მუშაკები
- მუხლი 20. სტუდენტები
- მუხლი 21. სხვა შემოსავლები
- მუხლი 22. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
- მუხლი 24. ურთიერთშეთანხმების პროცედურა
- მუხლი 25. ინფორმაციის გაცვლა
- მუხლი 26. შეღავათების შეზღუდვა
- მუხლი 27. დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და
- მუხლი 29. ძალაში შესვლა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 23, №0, 12.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1523432/muxli-23/