1. ამ შეთანხმების ნებისმიერი სხვა მუხლის პირობების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი არ ისარგებლებს რაიმე შეღავათით მეორე სახელმწიფოს მიერ დაწესებული და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახადების შემცირების ან დაბეგვრისგან გათავისუფლების სახით, თუ მთავარი მიზანი ან ერთერთი მთავარი მიზანი, ასეთი რეზიდენტის ან მასთან დაკავშირებული პირისა მდგომარეობს იმაში, რომ მიიღოს შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათები.
2. წინა დებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც კომპანია დაკავებულია მნიშვნელოვანი სამეწარმეო საქმიანობით იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც ის არის და შეღავათი, რომელსაც ის ითხოვს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსგან ეხება იმ შემოსავალს, რომელიც დაკავშირებულია ამგვარ საქმიანობასთან.
3. შეთანხმება არ უკრძალავს ხელშემკვრელ სახელმწიფოს გამოიყენოს თავისი შიდა კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება გადასახადების გადაუხდელობასთან ან გადასახდებისაგან თავის არიდებასთან ბრძოლას
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 12.05.2010
მუხლი 26. შეღავათების შეზღუდვა
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 26, №0, 12.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1523432/muxli-26/