ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს ეს შეთანხმება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, ეს შეთანხმება წყვეტს მოქმედებას გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც დაიწყება შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების მიცემის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ.
რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2010 წლის 12 მაისს, რომელიც შეესაბამება 5770 წლის 28 იარსს ქ. იერუსალიმში, ორ პირად, თითოეული ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის
სახელით
ხელმოწერილია

ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის  სახელით
ხელმოწერილია

საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს
მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან
აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის
შესახებ შეთანხმების
ოქმი
საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:
მე-4 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
ამ შეთანხმების მიზნებისათვის „რეგისტრაციის ადგილი’’ კრიტერიუმები არ ეხება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების რეგისტრაციას.
მე-11 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით
საქართველოსთან შემთხვევაში „ცენტრალური ბანკი’’ ნიშნავს „საქართველოს ეროვნულ ბანკს’’.

რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2010 წლის 12 მაისს, რომელიც შეესაბამება 5770 წლის 28 იარსს ქ. იერუსალიმში, ორ პირად, თითოეული ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის         ისრაელის სახელმწიფოს
სახელით                                       მთავრობის სახელით
ხელმოწერილია                            ხელმოწერილი