1. თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო დიპლომატიური არხების საშუალებით ერთმანეთს წერილობით აცნობებს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ.
2. ეს შეთანხმება ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, რომელშიც დადასტურებული იქნება ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულება.
ეს შეთანხმება იმოქმედებს:
ა) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
ბ) შემოსავალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდე