ეს შეთანხმება ძალაშია, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:

i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებული იქნა შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

ii) შემოსავალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია 2010 წლის 25 მაისს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის                                         ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის

სახელით                                                                      მთავრობის სახელით

საგარეო საქმეთა მინისტრი                                     საგარეო საქმეთა მინისტრი

გრიგოლ ვაშაძე                                                            აჰმედ აბულ ღეიტი

(ხელმოწერილია)                                              (ხელმოწერილია)

ოქმი

საქართველოს მთავრობასა დს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის “შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:

1. მე-11 მუხლთან (,,პროცენტი“) მიმართებაში:

„ფინანსური მხარდაჭერის მომსახურება” ნიშნავს „ნებისმიერ ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპანიის მიერ, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპანიისათვის გაწეულ მომსახურებასთან. ამასთან, პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპანია უნდა წარმოადგენდეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპანიის გარანტორს”.

2. მე-16 მუხლთან ,,დირექტორთა ჰონორარები“ მიმართებაში:

ტერმინი ,,კომპანიის ნებისმიერი სხვა მსგავსი ორგანო“ თავისი ფუნქციებით იდენტურია დირექტორთა საბჭოსი და ასევე კომპანიის ტოპ-მენეჯმენტის.

3. შეთანხმების 26-ე მუხლთან (,,ურთიერთშეთანხმების პროცედურა“)

მიმართებაში:

,,შეთანხმების 26-ე მუხლთან მიმართებაში, როდესაც პირი არ ეთანხმება ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მასზე გაცემულ საგადასახადო მოთხოვნას, მას შეულია, ვითარების შესაბამისად, 26-ე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული 3 წლიანი პერიოდის განმავლობაში, მოითხოვოს მისი გადახედვა იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტიც ან ნაციონალური პირიც არის ის (თუ საგადასახადო ვალდებულება არ არის აღიარებული). ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება განხორციელდება, მიუხედავად იმისა შეზღუდულია თუ არა დრო შიდა კანონმდებლობის მიხედვით.

4. 27-ე მუხლთან ,, ინფორმაციის გაცვლა“ მიმართებაში:

ა) ორივე ხელშემკვრელ მხარის კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ სათანადო ზომებს – მათი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად“ – რათა უზრუნველყონ ინფორმაციის კონფიდენციალურობა საჯარო სასამართლოზე, და არავითარ შემთხვევაში და არანაირი გარემოებების გათვალისწინებით არ იქნება ინფორმაცია გამოყენებული ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის ან ნებისმიერი სხვა ორგანოს მიერ;

ბ) ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომელიც ითხოვს ინფორმაციას, უნდა ჰქონდეს შესაბამისი შიდა კანონმდებლობა და ადმინისტრაციული პრაქტიკა – ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევასთან დაკავშირებით სანქიების დაწესებასთან მიმართებაში – და თუ თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში არ არსებობს მსგავსი პროცედურები, ეს სახელმწიფო ვალდებული იქნება შეიმუშაოს კონფიდენციალურობის დაცვის წესები, როგორც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმებაში, წინაამდეგ შემთხვევაში თხოვნის მიმღები მხარე, უფლებამოსილია არ მიაწოდოს ასეთი ინფორმაცია.

რის დასტურადაც ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია 2010 წლის 25 მაისს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ოქმის დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის

სახელით

საგარეო საქმეთა მინისტრი

გრიგოლ ვაშაძე

(ხელმოწერილია)

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

საგარეო საქმეთა მინისტრი

აჰმედ აბულ ღეიტი

(ხელმოწერილი