ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხების საშუალებით ერთმანეთს აცნობებენ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. ეს შეთანხმება ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მე-60 დღეს და მისი დებულებები იმოქმედებენ:

a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე ან კრედიტზე, რომელიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

b) შემოსავალებსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ, ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდე