1. საქართველოს შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:
a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს მალტაში, საქართველო დაუშვებს:
i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც მალტაში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც მალტაში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ტოლია. ასეთი გამოქვითვა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაბეგრილიყო მალტაში;
b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.
2. მალტის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:
მალტის გადასახადებში უცხო ქვეყნის გადასახადების ჩათვლასთან დაკავშირებით მალტის კანონმდებლობის გათვალისწინებით, როდესაც, ამ შეთანხმების დებულებების თანახმად, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი ირთვება მალტის დასაბეგრ ბაზაში, ამ შემოსავალზე საქართველოში გადახდილი გადასახადი გამოიქვითება შესაბამის შემოსავალზე მალტის გადასახადის გადახდისა