1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხების საშუალებით ერთმანეთს წერილობით აცნობებენ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ.

2. ეს შეთანხმება ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან და მისი დებულებები იმოქმედებენ:

a) საქართველოს შემთხვევაში:

i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებულ იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

ii) შემოსავალზე და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

b) მალტის შემთხვევაში:

იმ შემოსავალზე გადასახადების მიმართ, რომელიც მიღებულ იქნა ნებისმიერი კალენდარული წლის ან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, რომელიც, შესაბამისად, იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის უშუალოდ მომდევნო იანვრის პირველ დღეს ან მას შემდე