ეს შეთანხმება ძალაშია, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე, სულ მცირე, ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:

a) საქართველოს შემთხვევაში:

i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ იმ შემოსავლებზე და კაპიტალზე, რომელიც მიღებულ იქნა წერილობითი შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

ii) შემოსავალზე და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება წერილობითი შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

b) მალტის შემთხვევაში:

იმ შემოსავალზე გადასახადების მიმართ, რომელიც მიღებულ იქნა ნებისმიერი კალენდარული წლის ან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, რომელიც, შესაბამისად, იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის უშუალოდ მომდევნო იანვრის პირველ დღეს ან მას შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია 2009 წლის 23 ოქტომბერს, ქ. რომში, ორ დედნად, თითოეული ინგლისურ და ქართულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავებების შემთხვევაში, საკითხი გადაწყდება ინგლისური ტექსტის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის სახელით                   მალტის მთავრობის სახელ