1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.
2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” მოიცავს, კერძოდ:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკას;
e) სახელოსნოს;
f) მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს;
g) გაყიდვების ადგილს;
h) საწყობს, იმ პირის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს სხვა პირებისათვის სასაწყობო ფართის შეთავაზებას, და
i) ფერმა, პლანტაცია ან სხვა ადგილი, სადაც ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო, სატყეო, საპლანტაციო ან მასთან დაკავშირებული საქმიანობა.
3. a) სამშენებლო მოედანი ან სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი ან მათთან დაკავშირებული საზედამხედველო საქმიანობა მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ამგვარი ობიექტი, პროექტი ან საქმიანობა ხორციელდება 90 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ;
b)
საწარმოს მიერ მომსახურების გაწევას, საკონსულტაციო მომსახურების ჩათვლით, რომელსაც ის ახორციელებს დაქირავებული პირების ან სხვა კადრების მეშვეობით, თუ ამ სახის საქმიანობა გრძელდება (იმავე ან მასთან დაკავშირებულ პროექტზე) ქვეყნის ფარგლებში 90 დღეზე მეტი პერიოდით ან პერიოდებით ნებისმიერ 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში.
4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:
a) შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;
b) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგის დასაწყობებას მხოლოდ, მარაგად შენახვის დანიშნულების ადგილამდე მიტანის ან დემონსტრირების მიზნით;
c) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის, მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
f) ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის a) - e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი ერთობლიობისათვის გამოყენებას, იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედებს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს სახელით, მაშინ ეს საწარმო პირველად ხსენებულ სახელმწიფოში განიხილება მუდმივ დაწესებულებად ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით, თუ ამ პირს:
a) აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, თუკი ის არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად; ან
b) არ აქვს ასეთი უფლებამოსილება, მაგრამ ჩვეულებრივ გააჩნია პირველად ხსენებულ სახელმწიფოში საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგები, საიდანაც ის რეგულარულად ახორციელებს საქონლის ან შუალედური პროდუქტის მიწოდებას ამ საწარმოს სახელით;
c) ჩვეულებრივ ახორციელებს შეკვეთებს სრულად, ან თითქმის სრულად, პირველად მოხსენიებულ სახელმწიფოში არსებული საწარმოსთვის.
6. ამ მუხლის წინა დებულებების მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს სადაზღვევო საწარმო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ახორციელებს გადაზღვევას, მიიჩნევა, რომ გააჩნია მუდმივი დაწესებულება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ის ღებულობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სადაზღვევო პრემიას ან აზღვევს იქ არსებულ რისკს წარმომადგენლის, გარდა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის, მეშვეობით, რომლის მიმართაც გამოიყენება ამ მუხლის მე-7 პუნქტი.
7. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში. ამასთან, როდესაც ამგვარი აგენტის საქმიანობა მთლიანად ან თითქმის მთლიანად დაკავშირებულია საწარმოს საქმიანობის განხორციელებასთან, ის არ იქნება მიჩნეული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტად ამ პუნქტის მიზნებისათვის.
8. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ, ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულება