1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი „საქართველო” ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს იურისდიქციასა და სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
b) ტერმინი „ინდოეთი” ნიშნავს ინდოეთის ტერიტორიას და მოიცავს ტერიტორიულ ზღვას და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, ასევე ნებისმიერ სხვა საზღვაო ზონას, რომელთა მიმართ, ინდოეთის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის თანახმად, აგრეთვე საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს კონვენციის შესაბამისად, ინდოეთს გააჩნია სუვერენული უფლებები, სხვა უფლებები და იურისდიქცია;
c) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან ინდოეთის რესპუბლიკას, კონტექსტის შესაბამისად;
d) ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას, პირთა გაერთიანებას და ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც, შესაბამის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, განიხილება როგორც დასაბეგრი ერთეული ;
e) ტერმინი „კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;
f) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
g) ტერმინი „საწარმო” მოიცავს ნებისმიერი სახის საქმიანობის წარმართვას;
h) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემით ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო გემის და საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
i) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:
(i) საქართველოს შემთხვევაში: ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
(ii) ინდოეთის რესპუბლიკის შემთხვევაში: ფინანსთა მინისტრს, ინდოეთის მთავრობას ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
j) ტერმინი „ნაციონალური პირი” ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს:
(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნება ან მოქალაქეობა; და
(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
k) ტერმინი „გადასახადი” გულისხმობს კონტექსტიდან გამომდინარე, საქართველოს ან ინდოეთის გადასახადს, მაგრამ ან მოიცავს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადებთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან დაუდევრობისთვის დაკისრებულ თანხას ან გადასახადებთან დაკავშირებით დაკისრებულ ჯარიმას ან საურავს;
l) ტერმინი „ფისკალური წელი” ნიშნავს:
(i)    საქართველოს შემთხვევაში: კალენდარული წელიწადი, რომელიც იწყება 1 იანვარს.
(ii)   ინდოეთის რესპუბლიკის შემთხვევაში: ფინანსური წელიწადი, რომელიც იწყება 1 აპრილს;
2.    ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების ნებისმიერ დროს გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმები