1. თითოეული მონაწილე მხარე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ანიჭებს მეორე მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს უფლებას დააარსოს (შექმნას) და შეინარჩუნოს მის ტერიტორიაზე ოფისები ისევე, როგორც საკუთარი ან ადგილობრივი კომერციული, ტექნიკური, მმართველი და ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც საჭირო იქნება დადგენილ სვლაგეზზე შეთანმხებული ხაზების ექსპლუატაციის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებისათვის. ასეთი ოფისების დაარსება (შექმნა) და აღნიშნული პერსონალის დასაქმება წარმოადგენს ასეთი უფლების მიმნიჭებელი მონაწილე მხარის კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების რეგულირების სუბიექტს.

2. თითოეული მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ გამოსცენ საერთაშორისო ხაზებზე გადაზიდვების საკუთარი საბუთები, რეკლამა გაუწიონ და ხელი შეუწყონ ამ საბუთების რეალიზაციას მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე. რეალიზაცია შეიძლება წარმოებდეს ან პირდაპირ მათი ოფისებიდან, ან რეალიზაციის და/ან გამავრცელებელი აგენტების მეშვეობით, ან მეორე მონაწილე მხარის ძალაში მყოფი კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბმისად.

3. მე–2 პუნქტში განხილული მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე გადაზიდვების საბუთების რეალიზაცია წარმოებს ამ ქვეყანაში არსებული წესების შესაბამისა