1. თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია შეთანხმებულ ხაზებზე ნებისმიერი ან ყველა რეისის განხორციელებისას, თავისი შეხედულებისამებრ, შეცვალოს საჰაერო ხომალდი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ან განსაზღვრულ მარშრუტის ნებისმიერ მონაკვეთზე.
2. საჰაერო ხომალდის შეცვლის მიზნით, დანიშნულმა ავიასაწარმომ შეიძლება გამოიყენოს საკუთარი მოწყობილობა და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ლიზინგით აღებული მოწყობილობა და შეიძლება იმუშაოს სხვა ავიასაწარმოსთან ერთად კომერციული შეთანხმების საფუძველზე.
3. დანიშნულმა ავიასაწარმომ შეიძლება გამოიყენოს სხვა ან იმავე რეისის ნომრები იმ მონაკვეთებზე, სადაც გადაყვანა-გადაზიდვის ოპერაციებს ახორციელებს შეცვლილი საჰერო ხომალდ