1) განსაზღვრულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას ან შეთავაზებისას, ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშულ ავიასაწარმოს, იქნება ის ოპერატორი ავიასაწარმო თუ მარკეტინგული ავიასაწარმო, შეუძლია, იმ კანონების მიხედვით, რომლებიც დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის შიდა კანონმდებლობის შესაბამისია, გააფორმოს შეთანხმება მარკეტინგული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მოიცავს, და არა მხოლოდ,  ერთობლივი საწარმოების შესახებ შეთანხმებას, რეზერვაციის შესახებ შეთანხმებას, ან ზიარი კოდის გამოყენების შესახებ შეთანხმებას:

a) იმავე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან; და/ან

b) მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან; და/ან

c) მესამე ქვეყნის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან; და/ან

d) ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან შიდასახელმწიფოებრივ მარშრუტებზე.

2) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

a) ყველა ასეთი ავიასაწარმო ფლობს შესაბამის კომერციულ უფლებებს და/ან ნებართვებს იმისათვის, რომ განახორციელოს რეისები მარშრუტზე და მის შესაბამის მონაკვეთზე; და

b) ბილეთის გაყიდვის მომენტში, ავიასაწარმომ  ნათლად უნდა განუმარტოს მყიდველს ზიარი კოდის გამოყენების შესახებ გაფორმებული შეთანხმებისა და იმის შესახებ, თუ რომელი ავიასაწარმო  უზრუნველყოფს ავიახაზის თითოეული სექტორის ექსპლუატაციას და რომელ ავიასაწარმოსთან აფორმებს მყიდველი სახელშეკრულებო ურთიერთობა