1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა მიიღოს ზომები თავისი პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

2. აღნიშნულთან დაკავშირებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა დააწესოს კონტროლი ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ ან მისი სახელით გაცემული პასპორტების, სხვა სამგზავრო დოკუმენტებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების კანონიერად გაფორმებაზე, გაცემაზე, შემოწმებასა და  გამოყენებაზე.

3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ასევე თანახმაა შემოიღოს ან გააუმჯობესოს პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ მის მიერ გაცემული სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები იყოს ისეთი ხარისხის, რომ ადვილად არ იყოს შესაძლებელი მათი ბოროტად გამოყენება, უკანონოდ შეცვლა, გამრავლება ან გაცემა.

4. ზემოაღნიშნული მიზნების შესაბამისად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე გასცემს თავის პასპორტებსა და სხვა სამგზავრო დოკუმენტებს ICAO-სთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და რეგულაციების შესაბამისად.

5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა განახორციელოს კონვენციის მე-9 დანართით („გამარტივება“) გათვალისწინებული სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკ