1. თითოეული მონაწილე მხარე ანიჭებს მეორე მონაწილე მხარეს უფლებებს, მოცემულს ამ შეთანხმებაში, რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მომსახურების დაწესებისა და განხორციელების მიზნით იმ სვლაგეზზე, რომელნიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების დანართში.

2. ამ შეთანხმების დებულებების თანახმად თითოეულ მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს დაწესებული სვლაგეზით შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას ექნებათ შემდეგი უფლებები:

a) განახორციელონ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე გადაფრენა-დაჯდომის გარეშე;

b) დაჯდნენ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით, და,c) ამ შეთანხმების დანართით განსაზღვრული მეორე მონაწილე მხარის პუნქტებში მოახდინონ საერთაშორისო მგზავრების ჩასხდომა და გადმოსხმა, საერთაშორისო ტვირთისა და ფოსტის ჩატვირთვა და გადმოტვირთვა, ერთად ან ცალ-ცალკე.

3. ამ მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად, ერთი მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ენიჭება უფლება მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან დაგირავების გზით საჰაერო ხომალდის ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი და ფოსტა ამავე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე არსებულ სხვა პუნქტში გადაყვანის მიზნი