ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვანაირად არ მოითხოვს:
a) ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციას, რომელიც 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში გაიხსნა ხელმოსაწერად და მოიცავს მის ნებისმიერ დანართს, მიღებულს ამ კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად და აგრეთვე, 90-ე და 94-ე მუხლების შესაბამისად მიღებულ დანართებისა და კონვენციის ნებისმიერ შესწორებას, რამდენადაც ეს დანართები და შესწორებები მიღებულია ან რატიფიცირებულია ორივე მონაწილე მხარეების მიერ.
b) ტერმინი „საავიაციო ხელისუფალნი“ ნიშნავს: რუმინეთის მიმართებაში – ტრანსპორტის სამინისტროს და საქართველოსთან მიმართებაში – საჰაერო ტრანსპორტის დეპარატმენტს ან, ორივე შემთხვევაში ნებისმიერ ორგანიზაციას ან პიროვნებას, რომელიც აღჭურვილია უფლებამოსილებით შეასრულოს ამ უწყებათა კომპეტენციაში შემავალი ფუნქციები.
c) ტერმინი „დანიშული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც დანიშნულია და აღჭურვილია უფლებამოსილებით ამ ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად.
d) ტერმინი „მონაწილე მხარის ტერიტორია“ და „მონაწილე მხარის მოქალაქე“ ნიშნავს რუმინეთისა და საქართველოს ტერიტორიასა და მოქალეებს.
ტერმინს „ტერიტორია“ რუმინეთთან და საქართველოსთან მიმართებაში აქვს ჩიკაგოს კონვენციის მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული მნიშვნელობა.
e) ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“ და „დაჯდომა არაკომერციული მიზნით“ აქვთ კონვენციის 96-ე მუხლში ჩამოყალიბებული მნიშვნელობა.
f) ტერმინი „მოცულობა“ თვითმფრინავის მიმართებაში, ნიშნავს ამ თვითმფრინავის შესაძლებელ კომერციულ დატვირთვას მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე.
g) ტერმინი „ტევადობა“ შეთანხმებულ ხაზებთან მიმართებაში ნიშნავს ამ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის მოცულობას გამრავლებულს ამ თვითმფრინავის ექსპლუატაციის სიხშირეზე განსაღზვრული დროის პერიოდში, მთელ მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე.
h) ტერმინი „გადაყვანა, გადაზიდვის განხორციელება“ ნიშნავს მგზავრთა, ტვირთის და ფოსტის გადაყვანა, გადაზიდვას ერთად ან ცალ-ცალკე,i) ტერმინი „ტარიფები“ ნიშნავს მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის ღირებულებას და იმ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც ეს ღირებულება მოქმედებს, სააგენტო და სხვა დამატებითი მომსახურების ჩათვლით, მაგრამ გამორიცხავს საფოსტო გადაზიდვების გადასახადსა და მის პირობებს.
k) ტერმინი „დაწესებული სვლაგეზი“ ნიშნავს ამ შეთანხმების დანართში განსაზღვრულ სვლაგეზებს, რომლებზედაც მონაწილე მხარეების მიერ დანიშნული ავიასაწარმოები ახორციელებენ რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას.
l) ტერმინი „შეთანხმებული ხაზები“ ნიშნავს ხაზებს, რომლებიც დადგენილია ან უნდა დადგინდეს ამ შეთანხმების დანართში დაწესებულ სვლაგეზებზე, და
m) ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს აგრეთვე მის დანართს და ნებისმიერ შესწორებას, რომლებიც განხორციელდება ამ შეთანხმების მე-19 მუხლის თანახმად.
2. ამ შეთანხმების თითოეული მუხლის სათაურს აქვს ცნობარის სახე, შეზღუდულია და არავითარ შემთხვევაში არ განსაზღვრავს, არ ზღუდავს და არ მოიცავს ამ შეთანხმების მიზან