1.  განსაზღვრულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლოატაციისას ორივე მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებს უნდა ჰქონდეთ კონკურენციის სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობები.
2.  ხელშემკვრელი მხარეები თითოეულ დანიშნულ ავიაგადამზიდველს აძლევენ უფლებას განსაზღვრონ შეთავაზებული საერთაშოირისო საჰაერო მიმოსვლის ტევადობა. ამ უფლების შესაბამისად, არცერთი ხელშემკვრელი მხარე ცალმხრივად არ შეზღუდავს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის სიხშირეს ან ხომალდის ტიპს ან ტიპებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას შეიძლება მოითხოვდეს კონვენციის მე-15 მუხლში განსაზღვრული საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო ან გარემოსდაცვითი ერთგვაროვანი პირობები. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციების გამართვის მოთხოვნის უფლებას, იმ შემთხვევაში, როდესაც იგი მიიჩნევს, რომ განსაზღვრულ მარშრუტზე ან მარშრუტებზე მის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველი სერიოზულ ზიანს განიცდის მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ ტევადობის გაზრდის შედეგად.
3.  არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ დაუწესებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს ტევადობასთან ან მიმოსვლასთან დაკავშირებულ ისეთ მოთხოვნებს, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებს.
4.  არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ დაუშვებს, რომ მის მიერ დანიშნულმა ავიაგადამზიდველმა სხვა ავიაგადამზიდველთან ერთად, ან ცალკე, უხეშად გამოიყენონ საბაზრო ძალაუფლება, რაც გამოიწვევს კონკურენტის საგრძნობლად დასუსტებას ან მის განდევნას მარშრუტიდან