სერტიფიკატებისა და ლიცენზიების აღიარება
1.  საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში ჩართული საჰაერო ხომალდის საკუთარ ტერიტორიაზე შესვლასა და მის დატოვებასთან ან მისი ტერიტორიის ფარგლებში სააერნაოსნო მომსახურებასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხელშემკვრელი მხარის წესები და კანონები გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველთან მიმართებაშიც.
2.  მგზავრების, ეკიპაჟის, ტვირთისა და ფოსტის საკუთარ ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა და დატოვების, ისევე როგორც საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო და სანიტარიულ ზომებთან დაკავშირებული კანონები და წესები გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ გადაყვანილ მგზავრებთან, ეკიპაჟთან, გადაზიდულ ტვირთთან და ფოსტასთან მიმართებაში, სანამ ისინი იმყოფებიან აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში.
3.  წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული შეთანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მისი წესებისა და კანონების შესაბამისად გაცემული ან ვარგისად აღიარებული და ჯერ კიდევ ძალაში მყოფი ვარგისობის სერტიფიკატები, კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები, ბულგარეთის რესპუბლიკის შემთხვევაში ამჟამად მოქმედი ევროკავშირის წესები და კანონები, მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ იქნება ვარგისად აღიარებული იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი სერტიფიკატების, მოწმობების და ლიცენზიების მიმართ წაყენებული მოთხოვნები უტოლდება როგორც მინიმუმ კონვენციის შესაბამისად ჩამოყალიბებულ მინიმალურ სტანდარტებს.
4.  მიუხედავად ამისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას არ ცნოს ვარგისად მის ტერიტორიაზე რეისის შესრულებისათვის მეორე ხელშემკვრელი მხარის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიერ თავის მოქალაქეებზე გაცემული კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები