1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს უარი უთხრას წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების გაცემაზე და გაუუქმოს, შეუჩეროს, დროებით ან მუდმივად, შესთავაზოს ან დაუწესოს პირობები მსგავსი უფლებამოსილების გაცემაზე, როდესაც:
a) საქართველოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის შემთხვევაში:
(i) ავიაგადამზიდველი არ არის დაფუძნებული საქართველოს ტერიტორიაზე და არ გააჩნია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული საჰაერო ხომალდის ექსპლოატანტის მოქმედი სერტიფიკატი;
(ii) ავიაგადამზიდველის მფლობელობას, პირდაპირ ან უპირატესი მფლობელობის მეშვეობით და მის ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს არ ახორციელებს საქართველო; ან
(iii) ავიაგადამზიდველის მფლობელობას, პირდაპირ ან უპირატესი მფლობელობის მეშვეობით, და/ან მის ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებს საქართველო.
(b) ბულგარეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის შემთხვევაში:
(i) ავიაგადამზიდველი არ არის დაფუძნებული ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ევროკავშირის ხელშეკრულებების შესაბამისად და/ან არ გააჩნია ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად გაცემული ექსპლუატაციის მოქმედი ლიცენზია; ან
(ii) ავიაგადამზიდველის ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს არ ახორციელებს ან მხარს არ უჭერს ექსპლუატანტის სერთიფიკატის გაცემაზე პასუხისმგებელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ხოლო შესაბამისი საავიაციო ხელისუფლება მკაფიოდ არ არის აღნიშნული დანიშვნის დოკუმენტში.
c) დანიშნული ავიაგადამზიდველი არ აკმაყოფილებს დანიშვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის, კონვენციის შესაბამისად განსაზღვრული კანონებისა და წესების სხვა პირობებს.
d) ავიაგადამზიდველი ვერ ახორციელებს ექსპლოატაციას წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული სხვა პირობების შესაბამისად;
e) მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე შეთანხმების მე-11 (საავიაციო უსაფრთხოება) და მე-12 (საავიაციო უშიშროება) მუხლების პირობებს.
2. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული კანონებისა და წესების დარღვევის აღსაკვეთად დაუყოვნებლივი მოქმედება არ არის საჭირო ან უსაფრთხოება და უშიშროება მოითხოვს ქმედებას მე-11 მუხლის (საავიაციო უსაფრთხოება) და მე-12 მუხლის (საავიაციო უშიშროება) დებულებათა შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში გაწერილი უფლებები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ, წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლის (კონსულტაციები) შესაბამისად.
3. მე-11 მუხლით (საავიაციო უსაფრთხოება) განსაზღვრული უსაფრთხოების პირობების შემთხვევაში, მე-11 მუხლის (საავიაციო უსაფრთხოება) მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების დებულებები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კონსულტაციების მოთხოვნებს
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში · რედაქცია 28.03.2011
მუხლი 4. ექსპლუატაციის უფლებამოსილების გაუქმება ან მოქმედების შეჩერება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. განსაზღვრებანი
- მუხლი 2. მიმოსვლის უფლებათა მინიჭება
- მუხლი 3. ავიაგადამზიდველის დანიშვნა
- მუხლი 5. ტევადობა
- მუხლი 6. კოდის ერთობლივი გაზიარება/ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებები
- მუხლი 7. განრიგების დამტკიცება
- მუხლი 8. ტარიფები
- მუხლი 9. მოქმედი წესები და კანონები და
- მუხლი 10. საავიაციო შემთხვევების გამოძიება
- მუხლი 11. საავიაციო უსაფრთხოება
- მუხლი 12. საავიაციო უშიშროება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში“, მუხლი 4, №0, 28.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016057 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1500545/muxli-4/