1. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონტექსტი სხვაგვარად ითვალისწინებს:
a) ტერმინი „კონვენცია” ნიშნავს კონვენციას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა ჩიკაგოში, 1944 წლის 7 დეკემბერს, და მოიცავს ამ კონვენციის 90-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ დანართს და 90-ე და 94-ე მუხლის შესაბამისად, დანართების და კონვენციის ნებისმიერ ცვლილებას, თუ ეს დანართი და შესწორება მოცემულ მომენტში ძალაშია ხელშემკვრელ მხარეთათვის;
b) ტერმინებს „ტერიტორია“, „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიაკომპანია“ და „შეჩერება არაკომერციული მიზნებისათვის“ აქვთ კონვენციის მე-2 და 96-ე მუხლების შესაბამისად განსაზღვრული მნიშვნელობა;
c) ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას, ხოლო ბულგარეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში, თავიანთი ფუნქციებიდან გამომდინარე, ნიშნავს ტრანსპორტის მინისტრს, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის გენერალურ დირექტორატს, ან, ორივე შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ხელისუფლებების პასუხისმგებლობაში შემავალი ნებისმიერი ფუნქციის შესასრულებლად უფლებამოსილ ნებისმიერ პირს ან უწყებას;
d) ტერმინი „დანიშნული ავიაკომპანია“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად დანიშნულ და უფლებამოსილებით აღჭურვილ ნებისმიერ ავიაკომპანიას;
e)  ბულგარეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიაკომპანიების შემთხვევაში ტერმინი ,,ავიაკომპანია” ნიშნავს ავიაგადამზიდველს, რომელიც ფლობს ექსპლოატაციის მოქმედ ლიცენზიას, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად გაცემულ იქნა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური სალიცენზიო ორგანოს მიერ;
f) ტერმინი „ტევადობა“ ნიშნავს საზოგადოებისათვის შეთავაზებულ სიხშირეთა რაოდენობას დაგეგმილი საჰაერო მომსახურების განსაზღვრული პერიოდისათვის;
g) ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს ფასებს, რომლებსაც მგზავრები უხდიან ავიაგადამზიდველებს ან მათ აგენტებს ან ბილეთის სხვა გამყიდველებს მგზავრების საჰაერო გადაყვანისათვის და ნებისმიერ პირობას, რომლის შესაბამისადაც გამოიყენება აღნიშნული ფასები, სააგენტოსა და სხვა დამხმარე მომსახურებისათვის შეთავაზებული ანაზღაურებისა და პირობების ჩათვლით; რაც არ მოიცავს/გულისხმობს ფოსტის გადაზიდვის ანაზღაურებას ან პირობებს;
h) ტერმინი „საფასური“ ნიშნავს ევროში ან ეროვნულ ვალუტაში გამოხატულ ფასებს, რომელთა გადახდა უნდა მოხდეს ტვირთის გადაზიდვისათვის და პირობებს, რომელთა შესაბამისადაც გამოიყენება აღნიშნული ფასები, სააგენტოსა და სხვა დამხმარე მომსახურებისათვის შეთავაზებული ანაზღაურებისა და პირობების ჩათვლით;
i)   ტერმინი „მომხმარებლის გადასახდელი” ნიშნავს გადასახდელს, რომელიც კომპეტენტური ხელისუფლების მიერ ან მისი ნებართვით არის ავიაგადამზიდველისათვის დაწესებული მათი აეროპორტის ქონებით, საშუალებებით, სააერნაოსნო საშუალებებით ან საავიაციო უშიშროების საშუალებებით ან მომსახურებით უზრუნველყოფისათვის და მოიცავს საჰაერო ხომალდის, მათი ეკიპაჟის, მგზავრების, ბარგის, ტვირთისათვის საჭირო მოწყობილობების და მათთან დაკავშირებული მომსახურების გადასახდელს;
j)   ტერმინი „ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“ ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც წარმოადგენს იმ ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ევროკავშირი;
k) წინამდებარე შეთანხმებაში ხსენებული ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქე აღქმულ უნდა იქნეს, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე;
l)   წინამდებარე შეთანხმებაში ხსენებული ,,ევროკავშირის ხელშეკრულებები” აღქმულ უნდა იქნეს, როგორც ევროკავშირის სადამფუძნებლო ხელშეკრულება და ხელშეკრულება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ;
m) ტერმინი „ეს შეთანხმება“ მოიცავს ამ შეთანხმებას, მის დანართს და ამ დანართისა ან შეთანხმების ნებისმიერ შესწორებას.
2. წინამდებარე შეთანხმების დანართი წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და შეთანხმების ხსენებისას მისი აღქმა უნდა მოხდეს დანართთან ერთად, თუ სხვანაირად არ არის განსაზღვრებული