1.  მხარეთა მიერ დანიშნული ავიასაწარმოების მიერ შეთანხმებულ მომსახურებაზე უზრუნველყოფილი ჯამური ტევადობა უნდა შეთანხმდეს მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის საქმიანობის დაწყებამდე და შემდგომში მოსალოდნელი დატვირთვის მოთხოვნების შესაბამისად.

2. დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატირებისას, ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს ექნებათ სამართლიანი და თანაბარი კონკურენციის შესაძლებლობები.

3.   არცერთი მხარე არ დაუშვებს, რომ მის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ ან ავიასაწარმოებმა სხვა ავიასაწარმოსა ან ავიასაწარმოებთან ერთად, ან ცალკე, უხეშად გამოიყენონ საბაზრო ძალაუფლება, რაც გამოიწვევს კონკურენტის საგრძნობლად დასუსტებას ან მის განდევნას მარშრუტიდა