1. არცერთი მხარე არ დაუწესებს ან არ დაუშვებს მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოებისათვის იმაზე მაღალი მომხმარებლის გადასახდელის დაწესებას, როგორიც დაწესებული აქვს მსგავსი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განმახორციელებელი საკუთარი ავიასაწარმოთათვის.

2. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს მომხმარებლის გადასახდელის დამწესებელ საკუთარ ხელისუფლებასა და მომსახურებითა და საშუალებებით მოსარგებლე ავიასაწარმოს ან ამ ავიაგადამზიდველების წარმომადგენელ ორგანიზაციებს შორის კონსულტაციების გამართვას მომხმარებლის გადასახდელებთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულ მომხმარებლებს, მომხმარებლის გადასახდელებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ გონივრული შეტყობინება უნდა გაეგზავნოს, რათა მათ მიეცეთ საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ცვლილებების შეტანამდე. შემდგომში, თითოეული მხარე ხელს შეუწყობს მომხმარებლის გადასახდელის დამწესებელ ხელისუფლებებსა და ზემოაღნიშნულ მომხმარებლებს შორის მომხმარებლის გადასახდელებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა