1. ხელშემკვრელი მხარეების მიერ, ნაცვალგების საფუძველზე და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში სრულად გათავისუფლდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდი, საწვავი, საცხებ-საპოხი ზეთები, მოხმარებადი ტექნიკური მარაგი, სათადარიგო ნაწილები (მათ შორის, ძრავები), საჰაერო ხომალდის რეგულარული მოწყობილობები, საჰაერო ხომალდის მარაგი და სხვა ისეთი მასალა, როგორიცაა დაბეჭდილი ავიაბილეთების მარაგი, ავიაზედდებულები, ნებისმიერი დაბეჭდილი მასალა, რომელზეც გამოსახულია დანიშნული ავიასაწარმოს ლოგო და ავიასაწარმოს მიერ უფასოდ გასავრცელებელი სარეკლამო მასალა, რომელიც გამიზნულია გამოსაყენებლად ან გამოიყენება იმ საჰაერო ხომალდის მომსახურებისა და ექსპლუატაციისათვის, რომელიც ახორციელებს შეთანხმებულ მიმოსვლას იმპორტზე დაწესებული შეზღუდვებისაგან, საბაჟო გადასახადებისაგან, აქციზისაგან, ინსპექტირების მოსაკრებლისაგან და ყველა სხვა სახელმწიფო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, გარდა მომსახურებაზე დაწესებული მოსაკრებლებისა.
2. გადასახადებისაგან გათავისუფლება, რომელიც ამ მუხლითაა მინიჭებული, ეხება პირველ პუნქტში ხსენებულ საგნებს, რომლებიც:
a) ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოდგენილია მეორე მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ ან მისი სახელით;
b) მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის ან ამ მეორე მხარის ტერიტორიის დატოვებისას რჩება მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ბორტზე;
c) ატანილია ერთ-ერთი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და განკუთვნილია შეთანხმებული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დროს გამოყენებისათვის, იმ პირობით, რომ აღნიშნული საგნები სრულად იქნა გამოყენებული ან მოხმარებული ამგვარი განთავისუფლების მიმნიჭებელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი საგნების მფლობელობის გადაცემა არ მოხდება ხსენებული მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
3. მუდმივი საბორტო აღჭურვილობა, ისევე როგორც საშუალებები და მარაგი, რომელიც რჩება მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ბორტზე, შეიძლება გადმოტვირთულ იქნეს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ტერიტორიის საბაჟო ხელისუფლებების ნებართვით. ამ შემთხვევაში, მათი განთავსება უნდა მოხდეს ხსენებული ხელისუფლებების მეთვალყურეობის ქვეშ, საბაჟო პროცედურების შესაბამისად მათ რეექსპორტამდე ან სხვაგვარად განთავსებამდ