1. თითოეულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა ნებისმიერ დროს, სააერნაოსნო საშუალებების, ხომალდის ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ იმ უსაფრთხოების სტანდარტების თაობაზე, რომლებსაც იცავს მეორე მხარე, ამგვარი კონსულტაციები უნდა გაიმართოს მოთხოვნის მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი კონსულტაციების შედეგად ერთ-ერთი მხარე დაადგენს, რომ მეორე მხარე არ იცავს უსაფრთხოების სტანდარტებს და ახდენს მათ არაეფექტურ ადმინისტრირებას, პირველ პუნქტში მითითებულ სფეროებში და რომლებიც აკმაყოფილებს ამ დროისათვის კონვენციით დადგენილ სტანდარტებს, მეორე მხარეს უნდა ეცნობოს ასეთი ფაქტების აღმოჩენისა და ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გასატარებელი აუცილებელი ნაბიჯების შესახებ. მეორე მხარემ შეთანხმებულ პერიოდში უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით.
3. კონვენციის მე-16 მუხლის შესაბამისად, შემდგომში შეთანხმებულია, რომ ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს ერთ-ერთი მხარის ავიასაწარმო ან მისი ექსპლუატაცია ხორციელდება ამ ავიასაწარმოს სახელით, მეორე მხარის ტერიტორიიდან, ტერიტორიის მიმართულებით მომსახურებაზე, მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას შეიძლება შემოწმდეს ამ მხარის შესაბამისად უფლებამოსილ წარმომადგენელთა მიერ, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის არაგონივრულ დაყოვნებას. კონვენციის 33-ე მუხლში მითითებული ვალდებულებების მიუხედავად, ასეთი შემოწმების მიზანია დადგინდეს საჰაერო ხომალდის შესაბამისი დოკუმენტაციის და მისი ეკიპაჟის ლიცენზირების მოქმედების ვადები, ისევე როგორც საჰაერო ხომალდის მოწყობილობები და იმ დროისათვის კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შესაბამისობა.
4. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარის ავიასაწარმოს წარმომადგენელი უარს განაცხადებს, ზემოაღნიშნული მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მხარის ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე შეღწევასთან დაკავშირებით, მეორე მხარეს უფლება აქვს ჩათვალოს, რომ ადგილი აქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს და დაასკვნას, რომ არ არის დაკმაყოფილებული ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისად დადგენილი მინიმალური სტანდარტები.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია გადაუდებელი ღონისძიებების გატარება საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად, თითოეული მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების ექსპლუატაციის უფლებამოსილება.
6. ზემოაღნიშნული მე-5 პუნქტის შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის მიერ გატარებული ნებისმიერი ქმედება უნდა შეწყდეს ასეთი ქმედების აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაშ