1. თითოეულ მხარეს უფლება ექნება წერილობით დანიშნოს და დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარეს წარუდგინოს ერთი ან რამოდენიმე ავიასაწარმო შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით და გააუქმოს ან შეცვალოს ამგვარი დანიშვნები.
2. ამგვარი დანიშვნის მიღების, ისევე როგორც დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საექსპლუატაციო უფლებამოსილებისათვის განსაზღვრული ფორმით განაცხადის წარდგენისას, თითოეულმა მხარემ უნდა გასცეს შესაბამისი საექსპლუატაციო უფლებამოსილება მინიმალური პროცედურული დაყოვნებით იმის გათვალისწინებით, რომ:
a) უპირატესი მფლობელობა და ეფექტური კონტროლი ხორციელდება იმ მხარეში, რომლის მიერაც დანიშნულია ავიასაწარმო, ან ამ მხარის მოქალაქეების მიერ, ან ორივე შემთხვევაში;
b) ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარე აკმაყოფილებს ამ შეთანხმების მე-8 (უსაფრთხოება) და მე-9 (საავიაციო უშიშროება) მუხლების პირობებს; და
c) ავიასაწარმოს შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კანონებითა და წესებით განსაზღვრული ის სხვა პირობები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას დანიშვნის მიმღებ მხარეში.
3. მე-2 პუნქტით განსაზღვრული საექსპლუატაციო უფლებამოსილების მიღების შემდეგ, დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია ნებისმიერ დროს დაიწყოს შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელება, რისთვისაც იგი ამგვარადაა დანიშნული, იმ პირობით, რომ ავიასაწარმო აკმაყოფილებს ამ შეთანხმების შესაბამის დებულებებ