ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:

a) ტერმინი „საავიაციო ხელისუფლებები” საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს; ისრაელის სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს ტრანსპორტის სამინისტროს, წარმოდგენილს სამოქალაქო საავიაციო ხელისუფლების სახით; ან, ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ზემოაღნიშნული ხელისუფლებების კომპეტენციაში შემავალი ფუნქციები;

b) ტერმინი „შეთანხმება” ნიშნავს ამ შეთანხმებას, მის დანართს (დანართებს) და ამ დანართისა ან შეთანხმების ნებისმიერ შესწორებას;

c)  ტერმინი „ტევადობა” ნიშნავს ამ შეთანხმების შესაბამისად მიწოდებულ მომსახურებას, რომელიც იზომება ბაზარზე (ქალაქებს შორის, ან ქვეყნებს შორის) ან სპეციფიკურ პერიოდში, როგორც დღის, კვირის, სეზონის ან წლის განმავლობაში რეისზე შეთავაზებული ფრენების რაოდენობით (სიხშირე) ან ადგილებით, ან ტვირთის ტონაჟით.

d) ტერმინი „კონვენცია” ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ და მოიცავს მის ნებისმიერ დანართს, მიღებულს ამ კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად და დანართების ან კონვენციის ნებისმიერ შესწორებას, რომელიც ძალაშია შესული 90-ე და 94-ე მუხლების თანახმად, რამდენადაც ეს დანართები და შესწორებები მოქმედია ორივე მხარისათვის.

e)   ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო” ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც არის დანიშნული და ნებართვით აღჭურვილი ამ შეთანხმების მე-3 მუხლის (დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება) თანახმად;

f)  ტერმინი „ფასი” ნიშნავს, ნებისმიერ ტარიფს, საფასურს ან ღირებულებას რომელიც დაწესებულია ავიასაწარმოს მიერ, მათი აგენტების ჩათვლით, საჰაერო ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანაზე, ბარგის ან ტვირთის გადატანაზე, ფოსტის გარდა, რაც მოიცავს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ტრანსპორტით გადაზიდვას და ასეთი ტარიფების, საფასურის ან ღირებულების არსებობასთან დაკავშირებულ პირობებს.

g)   ტერმინს „ტერიტორია” სახელმწიფოსთან მიმართებით აქვს კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა;

h)   ტერმინი „მომხმარებლის გადასახდელი” ნიშნავს გადასახდელს, რომელიც კომპეტენტური ხელისუფლების მიერ ან მისი ნებართვით არის ავიასაწარმოსათვის დაწესებული მათი აეროპორტის ქონებით, საშუალებებით, სააერნაოსნო საშუალებებით უზრუნველყოფისათვის და მოიცავს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის, მგზავრების, ტვირთისათვის საჭირო მოწყობილობების და მათთან დაკავშირებული მომსახურების გადასახდელს;

i)    ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა”, “საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა”, „ავიასაწარმო” და „შეჩერება არაკომერციული მიზნებით” აქვს კონვენციის  96-ე მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობ