1. ფრენისთვის ვარგისიანობის, კომპეტენტურობის და ლიცენზიის მოწმობებს, რომლებიც ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ არის გაცემული ან ვარგისად მიჩნეული და რომლებსაც ვადა არ გასვლია, ვარგისად აღიარებს მეორე ხელშემკვრელი მხარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნებისათვის, იმ პირობით, რომ მოთხოვნები, რომელთა შესაბამისადაც ასეთი მოწმობები და ლიცენზიები გაცემულია ან ვარგისადაა აღიარებული, აღემატება კონვენციით მათთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
2. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს არ აღიაროს თავისი საკუთარი მოქალაქეებისათვის მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული მოწმობებისა და ლიცენპზიების ვარგისიანობა იმ შემთხვევებში, როცა მათი მფლობელები ასრულებენ ფრენას მის საკუთარ ტერიტორიაზე