1. წინამდებარე შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის იმ დიპლომატიური ნოტებიდან მეორის მიღების თარიღიდან, რომლებითაც ორივე ხელშემკვრელი მხარე ერთმანეთს ატყობინებს, რომ მათმა კომპეტენტურმა ორგანოებმა იგი დაამტკიცეს თითოეულ მათგანში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტიდან ორივე ქვეყნის მიმართ მოქმდებას წყვეტს ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და სსრ კავშირის მთავრობას შორის 1969 წლის 7 ივლისს სოფიაში ხელმოწერილი შეთანხმება საჰაერო მიმოსვლის შესახებ.
ზემოთქმულის დასტურად ქვემორე ხელის მომწერებმა, ხელშემკვრელ მხარეთა მთავრობების სათანადოდ უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.
შესრულებულია ქალაქ სოფიაში 1995 წლის 19 იანვარს, ორ ეგზემპლარად, თითოეული რუსულ ენაზე, ამასთან ორივეს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
შეთანხმების დანართი
მარშრუტების ცხრილი
ნაწილი ა
1. მარშრუტები, რომელთა ექსპლუატაციას მოახდენენ საქართველოს რესპუბლიკის დანიშნული ავიასაწარმო(ები) ორივე მიმართულებით:
პუნქტები საქართველოს რესპუბლიკაში
შუალედური პუნქტები – შეთანხმდება მოგვიანებით
პუნქტები ბულგარეთის რესპუბლიკაში – სოფია
პუნქტები ფარგლებს გარეთ – შეთანხმდება მოგვიანებით
ნაწილი ბ
1. მარშრუტები, რომელთა ექსპლუატაციას მოახდენენ ბულგარეთის რესპუბლიკის დანიშნული ავიასაწარმო(ები) ორივე მიმართულებით:
პუნქტები ბულგარეთის რესპუბლიკაში
შუალედური პუნქტები – შეთანხმდება მოგვიანებით
პუნქტები საქართველოში – თბილისი
პუნქტები ფარგლებს გარეთ – შეთანხმდება მოგვიანებით
2. მესამე ქვეყნებისკენ – ან მიმართულებით ჰაერის მეხუთე ხარისხის თავისუფლება ხელშეკურელბით გათვალისწინებული ხაზებით შეიძლება გამოყენებულიქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წინასწარ შეათანმხეს და დათქვეს დანიშნულმა ავიასაწარმოებმა და დაადასტურეს საავიაციო ხელისუფალთ.
3. ნებისმიერი ან ყველა შუალედური პუნქტი, აგრეთვე ფარგლებს გარეთ მდებარე პუნქტები დანიშნული ავიასაწარმოს მოსაზრებით ერთი ან ყველა ფრენის შესრულებისას იმ შემთხვევაში, თუ ხაზი იწყება და მთავრდება ავიასაწარმოს(ების) დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე