1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოებისთვის სამართლიან და თანაბარ შესაძლებლობებს, რათა თავისუფლად გასწიონ კონკურენცია შეთანხმებული მომსახურების განხორციელებაში.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე საშუალებას აძლევს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს, განსაზღვროს რაოდენობა და ტევადობა, რომელსაც იგი სთავაზობს შეთანხმებულ ხაზებზე. არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ ცალმხრივად არ უნდა შეზღუდოს გადაზიდვების მოცულობა, სიხშირე, მომსახურების რეგულარულობა ან საჰაერო ხომალდის ტიპი, რომელსაც მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო უწევს ექსპლუატაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჭიროა საბაჟო, ტექნიკური, ოპერაციული ან გარემოსდაცვითი მოთხოვნების გამო, თანაბარი პირობებით, კონვენციის მე-15 მუხლის შესაბამისად.

3. მომსახურების დაწყებამდე თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას წინასწარ წარუდგენენ დასამტკიცებლად საჰაერო მიმოსვლის განრიგს, რომელშიც მიუთითებენ ფრენის სიხშირეს, ხომალდის ტიპს და ამ განრიგის ძალაში ყოფნის პერიოდს. მსგავსი მოთხოვნები ეხება ნებისმიერ ცვლილებას. თუ დანიშნულ ავიასაწარმოს სურს დამტკიცებულ განრიგში შეტანილ რეისებზე დამატებით განახორციელოს რეისები, მან უნდა მიიღოს წინასწარი ნებართვა შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებისაგან, რომლიც საჭირო ყურადღებას დაუთმობს აღნიშნული სახის მოთხოვნა