1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ვარგისად აღიარებული ან ჯერ კიდევ ძალაში მყოფი საფრენად ვარგისიანობის სერტიფიკატები, საკვალიფიკაციო მოწმობები და ლიცენზიები, მეორე მხარის მიერ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისთვის ვარგისად იქნება აღიარებული, იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც გაიცა და ვარგისად ჩაითვალა ამგვარი სერტიფიკატები ან ლიცენზიები, უტოლდება ან აღემატება იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც დადგენილია ან შეიძლება დადგინდეს კონვენციის შესაბამისად.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას, არ სცნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიერ ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით, მის მოქალაქეებზე გაცემული ან მათთვის ვარგისად აღიარებული საკვალიფიკაციო მოწმობები და ლიცენზიებ