1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით ანიჭებს მეორე მხარეს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ უფლებებს.
2.
ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნული ავიასაწარმოები განსაზღვრულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას სარგებლობენ შემდეგი უფლებებით:
(a) განახორციელონ გადაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დაფრენის გარეშე;
(b) განახორციელონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე გაჩერებები არაკომერციული მიზნებით; და
(c) განახორციელონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე გაჩერებები ამ შეთანხმების დანართში განსაზღვრულ პუნქტებში, მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის ბორტიდან ცალ-ცალკე ან კომბინირებულად აყვანა/დატვირთვის და ჩამოყვანა/ჩამოტვირთვის მიზნით.
3. არაფერი წინამდებარე მუხლში არ უნდა ჩაითვალოს ისე, რომ რომელიმე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს ენიჭება უფლება, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე გასამრჯელოს სანაცვლოდ ბორტზე აიყვანონ მგზავრები, აიტანონ ბარგი, ტვირთი და ფოსტა, ამავე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით.
4. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან სხვა უჩვეულო გარემოებების გამო ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს არ ძალუძთ განსაზღვრულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს აღნიშნული ხაზების ექსპლუატაციას შესაბამის დროებით მარშრუტებზე, ხელშემკვრელი მხარეების შეთანხმების შესაბამისად.
5. დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ გამოიყენონ ყველა ავიახაზი, აეროპორტი და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფილია ხელშემკვრელი მხარეების მიერ არადისკრიმინაციულ საფუძველზე.
6. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოები, რომლებიც არ არიან დანიშნულნი ამ შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად, ასევე სარგებლობენ ამ მუხლის მე-2(a) და (b) ქვეპუნქტებში განსაზღვრული უფლებები