ამ შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
a) ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ 1944 წლის დეკემბრის მეშვიდე დღეს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას და მოიცავს ამ კონვენციის 90-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ დანართს და მისი 90-ე და 94-ე მუხლების შესაბამისად დანართების ან კონვენციის ნებისმიერ ცვლილებას, რამდენადაც ეს დანართები და ცვლილებები ძალაშია ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის;
b)
ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს ამ შეთანხმებას, ამ შეთანხმების დანართს და ნებისმიერ ოქმს, რომელსაც ცვლილება შეაქვს ამ შეთანხმებასა თუ დანართში;
c) ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ საქართველოსთან მიმართებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ხოლო სერბეთის რესპუბლიკის მთავრობასთან მიმართებით ნიშნავს სერბეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის დირექტორატზე პასუხისმგებელ სამინისტროს, ან, ორივე შემთხვევაში ნიშნავს ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ნებისმიერი ის ფუნქცია, რომელიც ამჟამად სრულდება ხსენებული უწყებების მიერ;
d) ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად არის დანიშნული და უფლებამოსილებით აღჭურვილი;
e) ტერმინს „ტერიტორია“, სახელმწიფოსთან მიმართებაში, აქვს კონვენციის მე-2 მუხლით მინიჭებული მნიშვნელობა;
f) ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“ და „არაკომერციული მიზნებით შეჩერება“ აქვთ კონვენციის 96-ე მუხლით მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები;
g) ტერმინი „ტევადობა“ „საჰაერო ხომალდთან“ მიმართებით ნიშნავს ამ საჰაერო ხომალდის კომერციულ დატვირთვას, რომელიც შესაძლებელია მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე და შეთანხმებულ მომსახურებასთან მიმართებით ნიშნავს საჰაერო ხომალდის ტევადობას, რომელიც გამოიყენება ამ ხაზზე, გამრავლებულს ამ საჰაერო ხომალდის მიერ მოცემულ პერიოდში მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე ექსპლუატაციის სიხშირეზე;
h) ტერმინი „განსაზღვრული მარშრუტები“ ნიშნავს ამ შეთანხმების დანართით დადგენილ მარშრუტებს;
i) ტერმინი „შეთანხმებული ხაზები“ ნიშნავს დაგეგმილ საერთაშორისო მომსახურებას განსაზღვრულ მარშრუტებზე მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად გადაზიდვას;
j) ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს მგზავრების, ბარგისა და ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვისთვის გადასახდელ ღირებულებას და პირობებს, რომლებიც არეგულირებენ ამ ფასების გამოყენებას, მათ შორის, სააგენტოსა და სხვა დამატებითი მომსახურების ღირებულებებსა და პირობებს, მაგრამ საფოსტო გადაზიდვის ღირებულებისა და პირობების გამოკლებით;
k) ტერმინი „სამომხმარებლო გადასახდელები“ ნიშნავს აეროპორტის, საჰაერო ნავიგაციის საშუალებების ან საავიაციო უშიშროებისა და უსაფრთხოების საშუალებებისა და მომსახურების გამოყენებისთვის ავიასაწარმოებზე დაკისრებულ გადასახადებ