1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს გააუქმოს ექსპლუატაციის უფლებამოსილება ან შეაჩეროს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების უფლებებით სარგებლობა ან დააწესოს ამ უფლებებით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობები, თუ:

a) არ არის დარწმუნებული, რომ:

- საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში ავიასაწარმო არის საქართველოს და/ან მისი მოქალაქეების არსებით საკუთრებაში ან ეფექტური კონტროლის ქვეშ;

- სერბეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში ავიასაწარმო არის სერბეთის რესპუბლიკის და/ან მისი მოქალაქეების არსებით საკუთრებაში ან ეფექტური კონტროლის ქვეშ.

b) ავიასაწარმო ვერ იცავს კანონმდებლობას და რეგულაციებს, რომლებიც კონვენციის შესაბამისად, იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ხაზების ექსპლუატაციისთვის.

c) ავიასაწარმო სხვაგვარად ვერ ახორციელებს ამ შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციას.

2. თუ ექსპლუატაციის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ გაუქმება, უფლების შეჩერება ან ამ მუხლის (1) პუნქტში აღნიშნული პირობების შემოღება არ არის აუცილებელი კანონმდებლობის შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად, მაშინ ამ უფლებით სარგებლობა ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციების გამართვის შემდეგ, წინამდებარე შეთანხმების მე-16 მუხლის შესაბამისა