1. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მის სახელმწიფო ტერიტორიაზე საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი საჰაერო ხომალდის ჩამოფრენას, დროებით გაჩერებას და გამგზავრებას, და ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და ნავიგაციას მისი სახელმწიფო ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას, ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მისი სახელმწიფო ტერიტორიიდან მგზავრების, ბარგის, ეკიპაჟის, ტვირთისა და ფოსტის შესვლას, დროებით გაჩერებას ან გამგზავრებას, როგორიცაა ფორმალობები, დაკავშირებული შესვლის, იმიგრაციის, საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო, სანიტარიულ კონტროლთან, ვრცელდება მგზავრებზე, ბარგზე, ეკიპაჟზე, ფოსტასა და ტვირთზე, რომელიც არის მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე ხსენებულ სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნისა