1.   ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში გაცემული ან ვარგისად აღიარებული და ძალაში მყოფი საფრენად ვარგისობის მოწმობები,   კვალიფიკაციის სერტიფიკატები და მოწმობები მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ვარგისად იქნება აღიარებული დანართით გათვალისწინებულ მარშრუტებზე ფრენების განხორციელების მიზნით იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი მოწმობების ან  სერტიფიკატებისგაცემისა და ვარგისად ჩათვლის მოთხოვნები შეესაბამება კონვენციის  შესაბამისად დაწესებულ სტანდარტებს.

2.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უარის თქმის უფლებას აღიაროს მისი  ტერიტორიაზე გადაფრენის ან ამ ტერიტორიაზე დაშვების მიზნით გამოსაყენებელი მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მის მოქალაქეზე გაცემული საფრენად ვარგისობის სერტიფიკატები, კვალიფიკაციის მოწმობები და დამადასტურებელი დოკუმენტებ