1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციები მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებულ სტანდარტებზე ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებასთან ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში.
2. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად ერთი ხელშემკვრელი მხარე გამოავლენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ეფექტურად არ იცავს და იყენებს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც დადგენილია ამ დროსათვის კონვენციის მიერ, მაშინ იგი ატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს საკუთარი დასკვნებისა და იმ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია მინიმალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, და მეორე ხელშემკვრელი მხარე ატარებს სათანადო გამოსასწორებელ ღონისძიებებს. თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს თხუთმეტი დღის ან შეთანხმებული უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ეს შეიძლება გახდეს წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლის გამოყენების საფუძველი.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ ფრენების შესრულების ნებართვის მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხელშემკვრელი მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივი ზომების გატარების აუცილებლობის შესახებ ავიახაზების ექსპლუატაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
4. ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი ქმედება, რომელიც მითითებულია წინამდებარე მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტებში, წყდება , როგორც კი აღარ იარსებებს ამ ქმედების ჩადენის საფუძველ