1. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდები, აგრეთვე, მათი კომპლექტური აღჭურვილობა, სათადარიგო ნაწილები, საწვავისა და საპოხი მასალის მარაგები, საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგები (მათ შორის, საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო) არ იბეგრება გადასახადებით, საბაჟო გადასახდელებით, საინსპექციო და სხვა მოსაკრებლებით მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩამოსვლისას იმ პირობით, რომ ეს აღჭურვილობა, სათადარიგო ნაწილები, მასალა და მარაგები დარჩება საჰაერო ხომალდში, სანამ არ მოხდება მათი უკან გატანა.“
2. აგრეთვე, არ ექვემდებარება გადასახადების, საბაჟო გადასახდელების, საინსპექციო და სხვა მოსაკრებლების ამოღებას, გარდა გაწეული მომსახურებისა და შენახვისა:
ა) ბორტის მარაგები, რომლებიც შეტანილია საჰაერო ხომალდის ბორტზე ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და განკუთვნილია ამ საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოსაყენებლად, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებულ ხაზებზე;
ბ) სათადარიგო ნაწილები, რომლებიც შემოტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის მომსახურებისთვის ან რემონტისთვის;
გ) საწვავი და საპოხი მასალა, რომელიც გამოიყენება ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას, თუ აღნიშნული ბორტის მარაგები გამოიყენება მარშრუტის ნაწილზე მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც ისინი ატანილია ბორტზე.
დ) აუცილებელი დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ, მათ შორის, ავიაბილეთები, სატვირთო ავიაზედდებულები, ნებისმიერი ბეჭდური მასალა, რომლებზეც წარმოდგენილია დანიშნული ავიასაწარმოს დაბეჭდილი ემბლემა, აგრეთვე ჩვეულებრივი სარეკლამო მასალა, რომლებსაც უფასოდ ავრცელებს ეს დანიშნული ავიასაწარმო, შემოტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.
გაწეული მომსახურების და შენახვის მოსაკრებლების გადახდა განხორციელდება ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. გათავისუფლება, ასევე, გავრცელდება პერსონალის უნიფორმაზე, კომპიუტერულ მოწყობილობებზე, რომელიც გამოიყენება ავიაბილეთების დაჯავშნისა და გაყიდვის მიზნით იმ პირობით, თუ ეს საგნები სხვა ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შემოტანილი იქნება დროებით და გატანილი იქნება 1 წლის განმავლობაში“.
4. შეიძლება განსაზღვრულ იქნეს პირობა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მასალების, მარაგების, სათადარიგო ნაწილების და დოკუმენტების საბაჟო ორგანოების კონტროლის ქვეშ შენახვის შესახებ.
5. კომპლექტური საბორტო მოწყობილობა, ისევე როგორც მასალა, მარაგი და სათადარიგო ნაწილები, რომელიც ინახება ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ბორტზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ტერიტორიის საბაჟო ხელისუფლებების თანხმობით. ამ შემთხვევაში, ისინი შესაძლოა მოექცნენ აღნიშნულ ხელისუფლებების კონტროლის ქვეშ იმ დრომდე, სანამ არ მოხდება მათი გატანა ან სხვაგვარად განკარგვა ამ საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დაბეგვრისგან გათავისუფლება ასევე გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო დებს შეთანმებას სხვა ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპლექსური საბორტო მოწყობილობის ან სხვა საგნების მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე სესხების ან ტრანსფერტის მიზნით იმ პირობით, რომ ამ ხელშემკვრელ მხარესთან სხვა ავიასაწარმო სარგებლობს დაბეგვრისგან გათავისუფლების იგივე პირობები